სი ბი ემ ჯი

სი ბი ემ ჯი - ს წესები და პირობები

პრეამბულა: წინამდებარე ვებ-გვერდის https://www.cbm.ge/ (შემდგომში ვებ-გვერდი) გამოყენება რეგულირდება შპს სი ბი ემ ჯი – ს (შემდეგში კომპანია), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები).

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.

წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.

1.1. წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.

1.2. სერვისების გამოყენება: წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის: ანაზღაურებადი ონლაინ მომსახურეობის გაწევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს: ა) ანაზღაურებადი ონლაინ მომსახურების ფარგლებში დამკვეთისთვის, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; ბ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ვებ-გვერდის, ანიმაციის განთავსებას კომპანიის ვებ- გვერდზე მომხმარებლისათვის. (შემდგომში ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები)

  1. საავტორო უფლებების დაცვა:წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, 1.2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალზე  ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.

წინამდებარე მუხლში  მოცემული დანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.

  1. პერსონალური მონაცემები:კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის  შენახვას (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ  მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების  გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.
  2. პასუხისმგებლობის შეზღუდვა:კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.
  3. მარეგულირებელი სამართალი:წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
  4. ანგარიშსწორების და თანხის დაბრუნების პირობები: მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორცილება შესაძლებელია შემდგები მეთოდებით:
  5. ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.
  6. მომსახურების ან/და პროდუქტის ღირებულების გადახდა საბანკო გადარიცხვის გზით ინვოისის საფუძველზე, რომელიც გაეგზავნება მომხმარებელს მომსახურეობის ან/და პროდუქტის შეძენის თანავე (როგორც კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის).
  7. გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან.

მომსახურების ან/და პროდუქტის მისაღებად კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, გარდა

შეცდომით ჩარიცხული თანხის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება გადახდის მომენტიდან არაუგვიანეს 12 საათისა, რომელიც ჩაერიცხება მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება მას სრულად

კომპანიის ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია

დაბრუნების პოლიტიკა

  1. კომპანიაში სი ბი ემ ჯი თანხის დაბრუნების პირობები:

1.1. თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ სი ბი ემ ჯი – ს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ თანხის დაბრუნების შესახებ;

1.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას მიწეროთ წერილობით დაბრუნების მიზეზი, აცნობოთ ინვოისის ნომერი, შეკვეთის თარიღი და გააგზავნოთ სი ბი ემ ჯი – ს ელ. ფოსტის მისამართზე: office.cbm.ge@gmail.com

  1. ანაზღაურების წესი:

2.1. სი ბი ემ ჯი, მომხმარებლის მიერ შეცდომით ჩარიცხული თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს შეცდომით გადახდილი თანხა შემდეგი პირობებით:

თუ მომხმარებელი თანხის დაბრუნებაზე განაცხადს გააკეთებს გადახდის მომენტიდან 12 საათის განმავლობაში  ჩარიცხული თანხის 100% ბრუნდება უკან.

2.2. კომპანია სი ბი ემ ჯი ვალდებულია მომხმარებელს დასაბრუნებელი თანხა აუნაზღაუროს, თანხის დაბრუნების განაცხადის გაკეთებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში

  1. განვადებით შესყიდული მომსახურეობის ან/და პროდუქტის თნხის დაბრუნების წესი

3.1. განვადებით შესყიდული მომსახურეობის ან/და პროდუქტის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სი ბი ემ ჯი – ს თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესების გათვალისწინებით.

ბოლო ცვლილება შეტანილია: 02/12/2024