სი ბი ემ ჯი CBMG - ს ბაზა
დაგვიტოვეთ კონტაქტები და დააფიქსირეთ თქვენი ინტერესები. გაიგეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია და შეთავზებები პირველმა. დაემატეთ ჩვენს ბაზაში
თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება
შეაბიჯეთ თანამედროვე ციფრულ სამყაროში კომპანია სი ბი ემ ჯი CBMG-ის დახმარებით. გაიმარტივეთ საქმიანობის პროცესები და აირჩიეთ საუკეთესო, თანამედროვე და ორიგინალური პროდუქტი ბაზარზე.
კომპანია სი ბი ემ ჯი CBMG-მ შექმნა ექსკლუზიური სამუშაო სისტემა, პროგრამა და უნიკალური პროდუქტები საკუთარი კომპანიისათვის, რაც დაეხმარება სამსახურის მაძიებლებს, თქვენს ბიზნესს და ქართველ მეწარმეებს სასურველი შედეგების მიღებაში. კომპანია სი ბი ემ ჯი CBMG-ს აქვს 11 მიმართულება, ფლობს 8 პროექტს და 15 თემას/ციფრულ კატალოგს.
კომპანია სი ბი ემ ჯი CBMG შეგიქმნით ვებ სივრცეს თქვენი ნებისმიერი საქმიანობისათვის. გთავაზობთ უნიკალურ იდეებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიაში შესაძლებელია მუშაობა დისტანციურად, თქვენთვის საინტერესო სფეროში, მორგებული გრაფიკით და სასურველი ანაზღაურებით.
ეს ყველაფერი ექსკლუზიურად საქართველოში მხოლოდ ჩვენთან, კომპანიაში სი ბი ემ ჯი CBMG.
დიახ, ჩვენ ეს შევძელით და დღეიდან თქვენს გვერდით გვიგულეთ.
“ახალი ძლიერი ენერგია და ინდივიდუალიზმი” – სი ბი ემ ჯი CBMG.
შპს სი ბი ემ ჯი (CBMG) 2022 წლიდან არსებობს საქართველოში. გაიარა საკუთარი პროექტების, პროგრამების და პროდუქტების ტესტირებები, რათა მიეღწია დასახულ მიზანს. ბოლო წლების დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილებიდან და ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მისი პროგრამა, პროექტი და პროდუქტი შეექმნა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შემდეგ გაეთვალა და მოერგო საქართველოს მასის უმეტეს ნაწილზე დახმარების, გვერდში დგომის და განვითარების მიზნით. ჩვენ ეს შევძელით. დღეს უკვე კომპანია სი ბი ემ ჯი CBMG-ს აქვს 11 მიმართულება, ფლობს 8 პროექტს და 15 თემას/ციფრულ კატალოგს და ეს მხოლოდ დასაწყისია. კომპანიის დახმარებით კიდევ ბევრი საინტერესო შესაძლებლობა ელოდება მომხმარებელს.
სი ბი ემ ჯი CBMG – კომუნიკაციების, ბიზნესის და მარკეტინგის ჯგუფია საქართველოში. კომპანიამ შეიმუშავა და შექმნა საინტერესო, განსხვავებული მიდგომა და მუშაობის სპეციფიური მეთოდი. ახალი, თანამედროვე, უნიკალური სამუშაო სისტემა/პროგრამა, ასევე პროექტები და პროდუქტები საკუთარი კომპანიის მუშაობისათვის, რაც დაეხმარება სამსახურის მაძიებლებს, თქვენს ბიზნესს და ქართველ მეწარმეებს სასურველი შედეგების მიღებაში, განვითარებაში და მიზნების განხორციელებაში.
კომპანია სი ბი ემ ჯი CBMG – მ დაიწყო მუშაობა 25.02.2025 უკვე განახლებული ვერსიით. კომპანიაში დასაქმების და საკუთარი ინტერესების პოვნა ან აღმოჩენა ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია, სწორედ ამიტომ თამამად გთავაზობთ გაეცნოთ და მოინახულოთ სი ბი ემ ჯი CBMG-ის პროექტები.
ენდეთ საკუთარ თავს, ჩვენ კი გაძლევთ უამრავ საინტერესო შესაძლებლობას.
კომპანია ქმნის და შემდგომ ხელმძღვანელობს, ციფრულ პლათფორმებს საკუთარი მომსახურეობების, პროექტების და პროდუქტებისათვის. მათ გასაპიარებლად, გასაყიდად და მომსახურეობის გასაწევად, სადაც იწვევს მომხმარებლებს, სავაჭრო ობიექტებს, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, საკუთარი: უნარების, ცოდნის, გამოცდილების, ჰობის, მიზნების, სასურველი შემოსავლის, პროდუქტების, გაყიდვების, ბრენდის გასაზრდელად, განვითარებისათვის, პიარისათვის, ცნობადობის ასამაღლებლად და რაც ყველაზე მთავარია ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნულის ჩამოსაყალიბებლად.
კომპანია სი ბი ემ ჯი CBMG – მ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩია სამუშაოდ თემები და შესაბამისად საქმიანობა: ბიზნესი, მომსახურეობა, განათლება, დასაქმება, ციფრული ტექნოლოგიები, უძრავი ქონება, ტურიზმი, ხელოვნება, რეკლამა, პიარი, მარკეტინგი და გაყიდვები.
კომპანიის საქმიანობა სრულიად ღია და გამჭირვალეა, რაც ნათლად ჩანს ყველა პროექტის ვებ პლათფორმაზე.
სამუშაო გარემო
გუნდის აქტივობები
თანამშრომლების გამოხმაურებები
კომპანიის უნიკალურობა და სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ის მუშაობს საკუთარი ინდივიდუალური მიდგომით და ხედვით, სრულიად დამოუკიდებლად, საკუთარი შექმნილი პროგრამით, სისტემით და მოდულით, საკუთარი განრიგით, წესებით და პირობებით, რასაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
კომპანიის პრიორიტეტები და უპირატესობებია ციფრული დასაქმების პროგრამა და ციფრული კარიერა. სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია გაყიდვების მოდულთან, და შეთავაზებები, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, არის იოლად სამართავი და შესასრულებელი. ჩვენთან მინიმუმ საინტერესოა.
ყველაზე მთავარი, რაც გამოგვარჩევს ბაზარზე, არის ის, რომ კომპანიაში შესაძლებელია საკუთარი თავის, ინტერესის აღმოჩენა და დაბინავება როგორც ოჯახში. კომპანიაში ერთდროულად შესაძლებელია: დასაქმება, განათლების მიღება და განვითარება, მონაწილეობა პუბლიკაციებში, გამოფენებში, კონკურსებში, სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა, სწორი და ჯანსაღი კვების შემუშავება და შენარჩუნება, ვაჭრობა, საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა და დამატება, მონაწილეობა მოგზაურობებში და ლაშქრობებში, ბიზნესის აწყობა, განვითარება და მართვა. ასევე, პიარის, მარკეტინგის, სარეკლამო და ვებ მომსახურებების მიღება და სხვა საინტერესო შეთავაზებების მიღება.
კომპანიაში არსებული დასაქმების და მუშაობის სისტემა/პროგრამა უზრუნველყოფს თანამშრომლების ინტერესის და გაყიდვების სწრაფ ზრდას. კონკურენცია დიდია, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ პლატფორმაზე/სავაჭრო სივრცეში დამატებული თქვენი პროდუქტი/მომსახურება ზედმეტი და დამატებითი სარეკლამო ხარჯების გარეშეც ჩათვალეთ უკვე გაყიდულია.
კომპანიაში არსებობს დაწინაურების, კარიერული წინსვლის, ახალი საქმის დაუფლების, განათლების მიღების, განვითარების და შემოსავლის ზრდის რეალური პერსპექტივა და შესაძლებლობა.
კომპანია მუშაობს ერთ დიდ ოჯახად თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და ვენდორებთან შეთანხმებით მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც შეიცავს თითოეული ჩვენთაგანის ერთ მიზანს: ერთმანეთის გაფრთხილება, წარმატება და წინსვლის საერთო ინტერესებს.
კომპანიის თანამშრომლები სარგებლობენ დასაქმების საუკეთესო პირობებით. ასევე, კომპანიის თითოეული თანამშრომელი ქველმოქმედია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვაძლიერებთ ერთმანეთს.
დაგვიტოვეთ კონტაქტები და დააფიქსირეთ თქვენი ინტერესები. გაიგეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია და შეთავზებები პირველმა. დაემატეთ ჩვენს ბაზაში