

სი ბი ემ ჯი
კომპანიის შესახებ
სი ბი ემ ჯი (CBMG) — თქვენი წარმატების ციფრული პლატფორმა და საუკეთესო გადაწყვეტილება
გადადგით ნაბიჯი თანამედროვე ციფრულ რეალობაში სი ბი ემ ჯი-ის დახმარებით. ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ, ორიგინალურ და პროფესიონალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაამარტივებს თქვენს საქმიანობას და შექმნის მყარ საფუძველს თქვენი წარმატებისათვის.
სი ბი ემ ჯი — ეს არის ციფრული ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ქართული კომპანია, რომელიც ქმნის და ანვითარებს საკუთარი უნიკალური მოდელით მუშაობის სისტემებს, პროგრამებს, ბიზნეს პროექტებს და პროდუქტებს.
შემოგვიერთდით, გაეცანით ჩვენს პროექტებს და გახდით იმ შესაძლებლობის ნაწილი, რომელიც შექმნილია თქვენთვის. ჩვენ ეს შევძელით. შეიგრძენი საკუთარი შესაძლებლობების ძალა.
“ახალი ძლიერი ენერგია და ინდივიდუალიზმი” –სი ბი ემ ჯი CBMG
შპს სი ბი ემ ჯი არსებობს 2022 წლიდან. მრავალწლიანი დაკვირვებისა და ბაზრის სიღრმისეული ანალიზის შედეგად, ჩვენ შევქმენით ექსკლუზიური ციფრული პლატფორმა, რომელიც მთლიანად ეყრდნობა ქართულ ბაზარზე არსებულ რეალურ საჭიროებებს და სამომავლო პერსპექტივებს.
კომპანიამ შეიმუშავა ინოვაციური და უნიკალური სამუშაო სისტემა, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა და მრავალფუნქციური პლატფორმები, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურობაზე, მოქნილობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომაზე. ასევე შექმნილია კონკრეტული ბიზნეს პროექტები და კომპანიის პრენდული პროდუქტები, რომლებიც მორგებულია როგორც კომპანიის შიდა საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ისე მომხმარებელთა საჭიროებებზე.
ეს გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს:
სამსახურის მაძიებლებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას,
ადგილობრივი ბიზნესების ხელშეწყობას,
და ქართველი მეწარმეების განვითარებასა და მიზნების რეალიზაციაში მხარდაჭერას.
ინტეგრირებული ტექნოლოგიური და სტრატეგიული მიდგომების წყალობით, კომპანია ქმნის მყარ საძირკველს ეფექტური თანამშრომლობის, ზრდისა და წარმატებისათვის.
ჩვენი მიზანია — მხარი დავუჭიროთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ მეწარმეებს, ბიზნესებსა და თვითდასაქმებულ პირებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში. გვაქვს 14 ძირითადი მიმართულება, შევქმენით 14+ ბიზნეს პროექტი და 15+ თემატური/ციფრული კატალოგი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ბიზნესისა და ტექნოლოგიების სრულ ეკოსისტემას.
კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მრავალფეროვანი და სტრატეგიულად გაწონასწორებულია, რაც საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.
ჩვენ ვმუშაობთ შემდეგ სფეროებში:- მომსახურეობა – შევქმენით ვებ ლაბორატორიის პლათფორმა, განცხადებების პლათფორმა, ვთავაზობთ პროფესიულ და კლიენტზე მორგებულ სერვისებს შერჩეულ სფეროში, ორიენტირებულს ხარისხზე და შედეგზე.
- ბიზნესი – შევქმენით ბიზნეს ლაბორატორია, ბიზნეს-იდეების გენერირება, პროექტების შექმნა, სტრატეგიული დაგეგმვა, განვითარება და მართვა. ვუწევთ მხარდაჭერას როგორც სტარტაპებს, ისე უკვე მოქმედ ორგანიზაციებს. ბიზნეს შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზება და სხვა.
- განათლება – შევქმენით დისტანციური განათლების ციფრული პლათფორმა და შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის, ქოუჩებისთვის, ტრენერებისთვის და ინსტრუქტორებისთის. ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, ვანვითარებთ პროფესიულ ტრენინგებსა და კურსებს კარიერული და პიროვნული განვითარების ხელშესაწყობად.
- დასაქმება – შევქმენით დისტანციური დასაქმების და სამუშაო პლათფორმა, ვქმნით სამუშაო მოდულებს და ვანვითარებთ ციფრულ კარიერას.
- პიარი და მარკეტინგი – შევქმენით კრეატიული სტუდია, ვმუშაობთ ბრენდინგზე, ციფრულ მარკეტინგსა და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, ვუზრუნველყოფთ ეფექტურ საზოგადოებრივ ურთიერთობებს.
- რეკლამა – შევქმენით სარეკლამო სტუდია, ვგეგმავთ და ვახორციელებთ კრეატიულ, შედეგზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანიებს. ვაქირავებთ სარეკლამო ადგილებს ჩვენი კომპანიის პლათფორმებზე.
- ვაჭრობა – შევქმენით ციფრული სავაჭრო ცენტრი ელ.კომერციის პლათფორმა, ვმონაწილეობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში და ვანვითარებთ ბიზნესპარტნიორულ ურთიერთობებს.
- უძრავი ქონება – შევქმენით უძრავი ქონების პლათფორმა, ვახორციელებთ უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვას, გაქირავებას დაგირავებას და ინვესტიციების მართვას. ასევე ვაწვდით საკონსულტაციო სერვისებს ინვესტორებს.
- ტურიზმი – შევქმენით ტურისტული პლათფორმა, ვქმნით და ვავითარებთ ტურისტულ პროდუქტებს, ვგეგმავთ თემატურ ტურებს, ლაშქრობებს, ბანაკებსა და გლემპინგის პროექტებს. აქტიურად ვუწევთ პოპულარიზაციას საქართველოს შიდა ტურიზმს.
- ხელოვნება – შევქმენით ხელოვანებისათვის 4 უნიკალური პლათფორმა, ვახორციელებთ კულტურულ და შემოქმედებით პროექტებს, ვგეგმავთ ღონისძიებებსა და გამოფენებს, ხელს ვუწყობთ ხელოვანების განვითარებასა და ხელოვნების პოპულარიზაციას.
- მშენებლობა – შევქმენით მობიური სახლების უნიკალური პლათფორმა, ვაშენებთ მცირე ზომის სახლებს, კოტეჯებს, ეკო და მობილურ სახლებს, ასევე სხვადასხვა დანიშნულების მობილურ კონსტრუქციებს. ვთავაზობთ როგორც მშენებლობის, ისე რემონტის სერვისებს.
- წარმოება – ვმუშაობთ კომპანიის ბრენდის ხაზებზე და პლათფორმის შექმნაზე, ვგეგმავთ ვაწარმოოთ კომპანიის ბრენდის ქვეშ შექმნილ პროდუქცია, აქცენტი: ეკოლოგიურობა, უსაფრთხოება, ხარისხი, ინოვაციურობა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული.
- მეურნეობა – შევქმენით ინოვაციური პლატფორმა ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისთვის. პლატფორმა მათ საშუალებას აძლევს მთელი საქართველოს მაშტაბით დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია ერთმანეთთან, მიიღონ საჭირო მომსახურებები, მოიპოვონ ინფორმაცია და გაიმარტივონ პროდუქციის გაყიდვა თუ შესყიდვა.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი, ქართული პროდუქციის განვითარებასა და პოპულარიზაციას, რაც ხელს უწყობს როგორც ფერმერთა გაძლიერებას, ისე ეკოსისტემის მდგრად განვითარებას.
✅ სრულიად უნიკალური ბიზნეს მოდელი:
სი ბი ემ ჯი CBMG მუშაობს დამოუკიდებლად, საკუთარი შექმნილი და შემუშავებული პროგრამებით და სამუშაო სისტემით. ყველა პროდუქტი და პროექტი შექმნილია შიდა ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, შემდეგ კი ადაპტირებულია მომხმარებლისთვის, რაც ქმნის შედეგზე ორიენტირებულ მოდელს — “შექმნილია აქ, საქართველოში — ქართველებისთვის”.
✅ ინოვაციური ციფრული გარემო:
ჩვენ ვქმნით ციფრულ სივრცეებს ნებისმიერი საქმიანობისთვის — ვებპლატფორმები, ონლაინ მაღაზიები, სასწავლო პორტალები, ბიზნეს ან პრომო საიტები, მარკეტინგული კამპანიები, ინდივიდუალური პროგრამები და სხვა.
✅ დასაქმების და განვითარების პლატფორმა:
სი ბი ემ ჯი CBMG გთავაზობთ დისტანციურ დასაქმებას თქვენთვის საინტერესო სფეროში, მოქნილი გრაფიკითა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურებით. კომპანიაში შესაძლებელია ერთდროულად:
- დასაქმება და შემოსავლის ზრდა
- განათლების მიღება და პროფესიული განვითარება
- საკუთარი პროექტების რეალიზაცია
- ვაჭრობა და ონლაინ მაღაზიის შექმნა
- მოგზაურობები, ლაშქრობები და სპორტული აქტივობები
- მონაწილეობა პუბლიკაციებში, გამოფენებსა და კონკურსებში და სხვა .
✅ სი ბი ემ ჯი CBMG გაძლევთ შესაძლებლობას!
- ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე.
- ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი და მომხმარებელი —
ერთიანი გუნდის, ურთიერთგაგებისა და წარმატების ნაწილია. - ჩვენ გენდობით.
- თქვენთან ერთად ვქმნით მომავალს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ ყველას.
✅ სი ბი ემ ჯი CBMG — ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია:
- საკუთარი ინტერესების აღმოჩენა და რეალიზება
- სასურველი ცხოვრების სტილის მიღწევა
- თანამედროვე ციფრული სამყაროს ნაწილად ქცევა
ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი / გუნდი თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად.
ყველა თანამშრომელი მონაწილეობს ქველმოქმედებაში, სარგებლობს კომპანიის შიდა ბენეფიტებით და კორპორატიული შეთავაზებებით. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზანი — ერთმანეთის მხარდაჭერა, წინსვლა და წარმატება.
- სამუშაო გარემო
- ბენეფიტები
- კორპორატიული თეთავაზებები და შესაძლებლობები
- შიდაგანაწესი
სი ბი ემ ჯი - ს ჰაბი
სი ბი ემ ჯი - ს ბაზა
დაგვიტოვეთ კონტაქტები და დააფიქსირეთ თქვენი ინტერესები. გაიგეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია და შეთავზებები პირველმა. დაემატეთ ჩვენს ბაზაში